212
12 ივლისი 2023, 14:41
რა პარადოქსია არა, ერთი ხელით დეპოლარიზაციას ითხოვდე და მეორეთი პოლარიზაციის მთავარ შემოქმედ გვარამიას აჯილდოვებდე?! - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, სადაც მედიის პრობლემებთან ერთად, ნიკა გვარამიასთვის ჯილდოს გადაცემაზეა საუბარი.
ქადაგიძის განცხადებით, ევროპელ აქტორებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა თვითმიზნად ექცათ და მათ ნაკლებად ადარდებთ ქართველი ხალხის განწყობები და მოლოდინები. შესაბამისად, მისივე თქმით, გვარამია სინდისის პატიმრად წარმოაჩინეს და ცდილობენ შავის თეთრად წარმოჩენას.
„რა პარადოქსია არა, ერთი ხელით დეპოლარიზაციას ითხოვდე და მეორეთი პოლარიზაციის მთავარ შემოქმედ გვარამიას აჯილდოებდე?!
იმდენად თვითმიზნად ექცათ, ევროპელ აქტორებს საქართველოში ხელისუფლების, ხელოვნურად ცვლილების სურვილი,რომ არაფერს თაკილობენ და უტიფრად გვიმტკიცებენ შავზე,თეთრიაო…
ნაც-სისტემის შემქმნელი,ზონდერ-პროკურორი, იმედის დამრბევი და რუსთავი2-ის ქონების მიმტაცებელი გვარამია წარმოაჩინეს მედია მენეჯერად და სინდისის პატიმრად…
ამ დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ნაკლებად ადარდებთ ქართველი ხალხი, აქაური განწყობები და საზოგადოების მოლოდინები. ყველა მოძალადე,თაღლითი და ნაც-სისტემის შემქმნელი შეიფარეს.
უფრო მეტიც, შეგვიფუთეს და ფასადშეცვლილებს გვტენიან,როგორც ქვეყნის გადარჩენის უკანასკნელ შანსებს.
თუმცა, არავის დაავიწყდეს,რომ ახლა 2023 წელია და 2003 წლისნაირად, ევროპაში ჩაწოლილ და გაფუჭებულ საქონელს ვეღარავინ შემოასაღებს საქართველოს!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |