ლევან ნიკოლეიშვილი ზელენსკიზე: ეს სურათი, ცხადია მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ მეტყველებს იმაზე, როდესაც ყველა მიგატოვებს და მარტო რჩები, როცა ატყობ რომ რეალურად გამოგიყენეს, თავად კი თავის თავს მიხედეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 12 ივლისი 2023, 14:24
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული სურათი ასახავს მდგომარეობას, როდესაც ყველასგან მიტოვებული აცნობიერებ, რომ გამოგიყენეს.
ნიკოლეიშვილის თქმით, უკრაინის გამოყენების პარალელურად, ყველამ საკუთარ თავს მიხედა, რაც ვილნიუსში მყოფმა ზელენსკიმაც იგრძნო.
„ეს სურათი, ცხადია მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ მეტყველებს იმაზე, როდესაც ყველა მიგატოვებს და მარტო რჩები, როცა ატყობ რომ რეალურად გამოგიყენეს, თავად კი თავის თავს მიხედეს, პატივი სცეს, იჭუკჭუკეს, გაიცინეს, ერთმანეთი მიკითხ-მოიკითხეს და შემდგომი მხიარული შეხვედრაც დაგეგმეს...იარაღს კი მისცემენ, ალბათ რეზნიკოვს გაუხარდება ისევ, აკი აღნიშნა უკრაინა შესანიშნავი პოლიგონიაო, სამხედრო მრეწველობის განვითარებას ეხმარებაო...ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ უმადურობის ფასი ალბათ იგრძნო სურათის გმირმა, სწორედ ამიტომ არის ეს სურათი ასეთი, ვიმეორებ, მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი