დავით ქართველიშვილი: საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 11 ივლისი 2023, 15:49
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი  დავით ქართველიშვილი ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.  როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოს შასნები NATO-ში გაწევრიანების 50/50-ზეა.  
 „ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს. ის უკვე ფაქტიურად ალიანსშია ამ ეტაპზე „სასწავლო პოლიგონის“ სახით. ეს ფაქტია და მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ამას ითხოვდა დასავლეთისგან თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და უკრაინა ამ სტატუსს ეღირსა. საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით. მერკშაიდერის უკვდავ შეკითხვას მდივან სტოლტენბერგის მისამართით: „დალოდების უფლება ხომ გვაქვს?“ თამამად გვიპასუხეს, რომ შეგვიძლია დაველოდოთ. საკონტროლო შეკითხვას: „ხომ არ იცით, მიგვიღებენ თუ არა?“ ასევე დამაიმედებელ პასუხს გვაძლევენ („შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა“). მეტი რა ჯანდაბა გვინდა? ასე რომ, ჩვენი შანსები კვლავ 50/50-ზეა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 100/0-ზე, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე 0/100-ზე. თუ გვსურს, ჩრდილო-ატლანტიკურ „ავტობანზე“ უკრაინას არ ჩამოვრჩეთ ან გავასწროთ კიდეც: ამის ფორმულა და ცოცხალი მაგალითიც იგივეა“, - წერს ქართველშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი