276
10 ივლისი 2023, 15:10
"უკრაინის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით „ყავაზე სამკითხაოდ“ გვრჩება არც თუ ბევრი ვარიანტი - რა მიმართულებით წასვლით ემუქრებიან დასავლეთს, „რუსული ხომალდის მისამართზე“, СНГ, „Союзное государство РФ и Беларуси“, თუ Rzeczpospolita?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის წევრი, დავით ქართელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ NATO-ს სამიტზე საქართველოს საკითხი სათანადოდ არ იქნება წარმოდგენილი, დამნაშავე ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებები იქნება.
„მორიგ ნაღმზე დაბიჯებით დღეს აფეთქების შედეგად ჰაერში ლამაზად აორთქლდა „გლავკანალის“ მორიგი „ჟჟჟურნალისტული სიბრძნე“, შალვა პაპუაშვილის მათთვის რთული ლოგიკის თავის ჩვეულ ერთუჯრედიან პრიზმაში გატარებით. პარლამენტის სპიკერმა ვილნიუსის NATO-ს სამიტის შესახებ მხოლოდ ის ბრძანა, რომ შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკური გამართლებით და თუ ჩვენი საკითხი არ იქნება წარმოდგენილი იმ დონეზე როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებები.
„გლავკანალმა“ შალვა პაპუაშვილის ამ სიტყვებში დაინახა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადების დასტური, რომ „არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური ნება, რომ ის გახდეს ნატოს წევრი“. ასევე ამოიკითხეს თვით პაპუაშვილის „ნატო-სკეპტიციზმიც“. პოპკორნი ნაყიდი გვაქვს უკვე და მოვემზადოთ, რას იტყვის, უფრო სწორედ, რას ვერ იტყვის (მაგრამ ჩვენ ვიღა გაგვაჩუმებს), როდესაც სკეპტიციზმის ავტორად ამ სამიტზე, ოღონდ უკრაინის მისამართით, თვით NATO მოგვევლინება.
ამას ძალზე კარგად გრძნობენ „გლავკანალის“ უკრაინელი კოლეგები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინას სახით, რომელმაც „სკეპტიციზმი“ კი არა, პირდაპირ ულტიმატუმით უპასუხა NATO-ს. „უკრაინა იძულებული იქნება, გადახედოს სტრატეგიას, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს NATO-ში გაწევრიანების მოწვევას“ – ბრძანა ქალბატონმა სტეპანიშინმა. მან ეს ულტიმატუმი უფრო გაშალა და ბრძანა, „რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით“.
ესე იგი უარის მიღების შემთხვევაში უკრაინა გადახედავს სტრატეგიას, მოკავშირეებთან ურთიერთობებს, მოახდენს თავდაცვისუნარიანობის კონცეფციის ტრანსფორმირებას. უკრაინის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით „ყავაზე სამკითხაოდ“ გვრჩება არც თუ ბევრი ვარიანტი - რა მიმართულებით წასვლით ემუქრებიან დასავლეთს, „რუსული ხომალდის მისამართზე“, СНГ, „Союзное государство РФ и Беларуси“, თუ Rzeczpospolita?“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |