285
10 ივლისი 2023, 13:29
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა.
ექსპერტის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ. და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.
“სუპერ თაღლითი და მანიპულატური-აი, ისეთი ფილმის სცენარი რომ იწერება ისეთი.....არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო და რამე ვამტკიცო, მაგრამ რა სურათიც იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებიდან სწორედ ეს არის. რა შეიტყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებამ:
1. ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა;
2. ფინანსების უკეთ გამოყენების მიზნით, მან შეძლო თავის პირადი პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ფინანსები კი ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის გამაგრებისთვის გამოეყენებინა;
3. მიიღო, რა შესაბამისი „რწმუნებები“ დაიწყო აქტიური ქმედებები არა თვით ბიზნესის განვითარების მიმართულებით, არამედ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამდიდრების მიზნით;
4. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ბიზნესი მოგებას არ იძლეოდა, სამაგიეროდ პირადად გიორგი ბაჩიაშვილის ქონება, როგორც მატერიალური ასევე ფინანსური ეტაპობრივად იზრდებოდა;
5. ასეთი მანიპულაციებით ქმედება, პირველი არ გახლავთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია ბიძინა ივანიშვილმაც, საქმეს სამართლებრივი და კანონიერი კუთხით შეხედა;
6. მიმდინარე მოკვლევისა და გამოძიების შედეგად ბევრ რამეს ეფინება ნათელი, რამაც ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნას დაუდო საფუძველი;
7. ამ ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო მდარე და მდაბიო გამოვლინება გახლავთ ეჭვმიტანილ გიორგი ბაჩიაშვილის, გაქნილი ვექილების მიერ მოგონილი „პოლიტიკური მრწამსის“ გამო დევნა-შევიწროების "ფაქტი", რაც საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა: გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ.
და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა... უბრალოდ მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსების და რაც მთავარია კეთილი გულის გამოყენებას. მას კი ეს ყველაფერი ხან იმ ქვეყნიდან მობრუნებულების უმადურობით უბრუნდება და ხანაც ბოროტების უმაღლესი გამოვლინებით. თუმცა მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან. მიზეზი მარტივია, ამ ადამიანს მადლიერიც და დამფასებელი უმადურებზე ათასჯერ მეტი ჰყავს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |