242
08 ივლისი 2023, 15:29
მისი თქმით, როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას.
„რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ პერიოდულად ვხედავთ სანქციების სერიებს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით თითქოს ყველა სფეროს ეხება ეს სანქციები. ალბათ, ბევრი იკითხავს - რატომ სანქციები? იმიტომ, რომ რუსული პროდუქტებისა და რესურსების გაყიდვა შემცირდეს, რათა რუსეთს შეუწყდეს შემოსავლები და მეორე მხრივ, შეაჩერეს დასავლურმა კომპანიებმა და სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ოპერირება მათი ტექნოლოგიური განვითარების ხელისშესაშლელად.
თუმცა, მეორე მხრივ პერიოდულად ვხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ვნახულობთ, რომ სანქციები რჩება ფურცელზე და კარგად შელამაზებულ პიარ პროდუქტად, რის უკანაც ევროკავშირი და ცალკეულად ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან ბელგია, ნიდერლანდები, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები რჩებიან რუსული ბუნებრივი რესურსების ძალიან მსხვილ შემსყიდველებად. მეტიც, უკვე ბოლო ერთი წელია ანგარიშსწორებას ახორციელებენ რუსულ რუბლებში.
რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკის ხილვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სიდიდისა თუ დასავლურობისა ყველა პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს. როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას.
იმათზე აღარაფერს ვამბობ საკუთარ ქვეყანას რომ მტრობენ საერთაშორისო სივრცეში კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად. ასეთები ყოველთვის მრავლად ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ისტორიამ მხოლოდ განსაკუთრებულად დიდი გამყიდველების სახელები შემოგვინახა...“, - წერს ოთარ ანგურიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |