გია აბაშიძე- სტაჟიანი ბოროტმოქმედი ჟორიკა რურუა, თავის ბიზნესპარტნიორებს აშანტაჟებს, რათა „პრაიდ-ფესტივალი" ჩატარდეს, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ ფასად - ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 08 ივლისი 2023, 14:58
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც, ჟორიკა რურუა, „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის" გამო თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფასად - ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია.
„დესტრუქციული "ნაცმოძრაობის" აქტორები ჩვეულ ხერხს მიმართავენ და უზნეო პოლიტიკურ-კომერციული დივიდენდების მისაღებად შანტაჟსაც არ ერიდებიან.
სტაჟიანი ბოროტმოქმედი ჟორიკა რურუა, თავის ბიზნესპარტნიორებს მწვავედ უპირისპირდება, სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს, რათა „ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიაზე „პრაიდ-ფესტივალი" ჩატარდეს.
ამ კერძო ტერიტორიის სხვა მეწილეებისგან უკვე ითქვა, რომ რიგ მიზეზთა გამო ფინანსურად არ უღირთ წინააღმდეგობებით აღსავსე 8 ივლისის ე.წ. ღონისძიების ჩატარება.
თუმცა, საქართველოში ვითარება უნდა გამწვავდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ფასად - ეს სააკაშვილის მეხუთე კოლონის მანიაკალური ჟინია. პროვოკაციული "ივენთის" თანაორგანიზატორობაში ჩართული ჰყავთ ე.წ. ფრანკლინის კლუბი და ყველა ის რადიკალი ნაცვასალი, რომელიც ცდილობს აურიოს ვითარება ჩვენს ქვეყანაში.
ჟორიკა რურუა, მასთან ერთად შეწყალებული სხვა ნაცრადიკალები და მოგვიანებით ნიკა გვარამია, რომელიც ახალ ვერაგულ გეგმებს ალაგებს, სალომე ზურაბიშვილს დააწვება ერთ-ერთ უმძიმეს ტვირთად საქართველოში პოლარიზაციის გაღვივების თვალსაზრისით“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი