289
07 ივლისი 2023, 16:26
"სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, რაც საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებაა.
„საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ეს არის ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილება და პასუხი ზელენსკის საქციელზე. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება რომ გაამართლონ, ხშირად ამბობენ, ომში არიან და ეპატიებათო. ეს არასწორია, სწორედ რომ ომში არ ეპატიებათ უღირსი ქმედება,
ომს მხოლოდ სიმართლით და ღირსებით თუ მოიგებ. მართალია, სხვისი დაკვეთების შემსრულებლებს არავინ მისცემთ ღირსეული ქმედების უფლებას, მაგრამ გონიერი კაცი მანამდე ფიქრობს, სანამ ღირსებას დააკარგვინებენ. უკრაინაში აღარ იქნება საქართველოს ელჩი, სამაგიეროდ იქნება ბელარუსის ელჩი, რომელიც სავარაუდოდ ნაყოფიერად დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ირიბ სავაჭრო ურთიერთობებში.
სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით. მიმდინარე საშინელი ომის პერიოდში, უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ზელენსკიმ წაართვა ერთადერთი პატრონი ადგილზე, მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს თან ჰყვება მთელი ხელისუფლება. ამაზე პასუხს ზელენსკის მთავრობას არა ქართველები, არამედ, საქართველოში დროებით მცხოვრები, ჩვენი მზრუნველობით ტკივილშემსუბუქებული უკრაინელი ხალხი მოსთხოვს". - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |