დავით ქართველიშვილი: ფსკერიდან ზედაპირზე ამოყვინთა ალექსანდრე "კახა" ლომაიმ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომერ მის შესახებ ჩვენს "მეხსიერებით ბარათს" ვადა გაუვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 06 ივლისი 2023, 12:46
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ალექსანდრე კახა ლომაიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და წერს, რომ „ფსკერიდან ზედაპირზე, იქ სადაც ორგანული მასები აღარ იძირება, ამოყვინთა ალექსანდრე "კახა" ლომაიმ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ მის შესახებ ჩვენს "მეხსიერებით ბარათს" ვადა გაუვიდა. იმ ლომაიმ, 2008 წელს ანწუხელიძის წამებით მკვლელობის ბრძანების გამცემ გენერალ ბორისოვს, რესტორნებში "მენიუს" რომ უდგენდა, თვალებში შესციცინებდა, მაღალი სტუმრის მზერაში კმაყოფილების "ნოტკების" ამოკითხვის იმედით. აშენდაო რუმინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებითო - გვამცნო ექს უშიშროების საბჭოს მდივანმა“.


„ამჯერად ფსკერიდან ზედაპირზე, იქ სადაც ორგანული მასები აღარ იძირება, ამოყვინთა ალექსანდრე "კახა" ლომაიმ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ მის შესახებ ჩვენს "მეხსიერებით ბარათს" ვადა გაუვიდა. იმ ლომაიმ, 2008 წელს ანწუხელიძის წამებით მკვლელობის ბრძანების გამცემ გენერალ ბორისოვს, რესტორნებში "მენიუს" რომ უდგენდა, თვალებში შესციცინებდა, მაღალი სტუმრის მზერაში კმაყოფილების "ნოტკების" ამოკითხვის იმედით.
აშენდაო რუმინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებითო, გვამცნო ექს უშიშროების საბჭოს მდივანმა. "ასამდე" ევროპულმა ბრენდმაო რუსეთში წარმოება შეაჩერაო და რუმინეთში გადაიტანაო. თუმცა იმ ასიდან, მხოლოდ ერთი - ფინეთის საბურავების მწარმოებელი მოგვიყვანა მაგალითად. არც იმ ასზე მოგვიყვა რამე, ვინც რუსეთთან დღემდე არ წყვეტს საქმიან ურთიერთობას, ომის მიუხედავად. არც თავის მეგობარ ჭყონიას იხსენებს, ვისი სათაო Coca-Cola-ს ოფისი კი გამოვიდა რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ იქ ზარზეიმით ლომაიას ძმაკაცი შევიდა სამაგიეროდ.
არც იმას რისკავს ლომაია შეგვახსენოს, თუმცა გულში ექნება ჩადებული თავისი უკრაინელი თანამოაზრე რეზნიკოვის წუხილი - აფსუს, რა იდეალური პოლიგონია დღეს უკრაინა საიმისოდ, რომ ჩვენს ჯარისკაცებზე და მშვიდობიან ობიექტებზე, თავისი მოსახლეობით, დღეს თანამედროვე დასავლური შეიარაღება იტესტებოდეს. იგივეს ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, ბორისოვის "მელიქიფე" ლომაიაც. თუმცა, ვერ მოვართვით და აი ამიტომაც ტივტივებს ზედაპირზე, ტივტივებს და ვეღარც იძირება. ღირდა კი ამოყვინთვად?“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი