ლევან ლორთქიფანიძე: ყველამ იცის, რომ სააკაშვილს არც აწამებენ და არც კლავენ - საქმე გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციასთან, პროვოკაციულ თვითდაზიანებასთან და მეგალომანიით დაავადებული ადამიანის ახირებასთან, რომელსაც ციხეში ყოფნა არ სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 05 ივლისი 2023, 09:55

ყველა პატიოსანმა და ელემენტარული ლოგიკის მქონე ადამიანმა იცის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს არც აწამებენ და არც კლავენ- საქმე გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციასთან, პროვოკაციულ თვითდაზიანებასთან და მეგალომანიით დაავადებული ადამიანის ახირებასთან, რომელსაც ციხეში ყოფნა არ სურს! ამ ყალბი მიზეზისა და ყოფილ ავტორიტარ მმართველთან პოლიტიკური მოკავშირეობის გამო საქართველოს ელჩის გამოძევება კიევიდან არის სრულიად უღირსი საქციელი, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც პოლიტოლოგი წერს, სამართლიანად აღინიშნა საქართველოს საელჩოს გმირული საქციელის თაობაზე. როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მისიები გარბოდნენ უკრაინის დედაქალაქიდან, ჩვენები კი იქ დარჩნენ.

ლორთქიფანიძის თქმით, უკრაინიდან ელჩის უსამართლოდ გამოძევება ნიშნავს რუსული უფსკრულის წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოსთვის ხელის კვრას.

“ყველა პატიოსანმა და ელემენტარული ლოგიკის მქონე ადამიანმა იცის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს არც აწამებენ და არც კლავენ.

ფაქტია, ის არ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს და არ იკვებება ნორმალურად (ერთხელ ქ-ნმა გიულიმ ისიც კი თქვა, ძირითადად, ვაშლის "ალაძიკებს" ვაჭმევო... ასეთი საჭმელი მეც კი არ გამიგია).

შეუძლებელია პატიმარს კლავდე, აწამებდე და თან მას წელიწადნახევარში 2000-ზე მეტი შეხვედრის უფლებას აძლევდე. შეუძლებელია პატიმარს კლავდე, აწამებდე და მასთან დღეში ორჯერ დედამისს უშვებდე. ვინმეს წამება და მოკვლა თუ გინდა, მაღალი რანგის ექიმების გარემოცვაში, კარგ საავადმყოფოში რატომ დააწვენ?!

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებაში ანგელოზები არ არიან, ბევრს სცოდავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციასთან, პროვოკაციულ თვითდაზიანებასთან და მეგალომანიით დაავადებული ადამიანის ახირებასთან, რომელსაც ციხეში ყოფნა არ სურს!

ამ ყალბი მიზეზისა და ყოფილ ავტორიტარ მმართველთან პოლიტიკური მოკავშირეობის გამო საქართველოს ელჩის გამოძევება კიევიდან არის სრულიად უღირსი საქციელი.

აბსოლუტურად სამართლიანად აღინიშნა საქართველოს საელჩოს გმირული საქციელის თაობაზე. მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ კიევს რამდენიმე საათში აიღებდნენ; როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მისიები გარბოდნენ უკრაინის დედაქალაქიდან, ჩვენები იქ დარჩნენ!

ამასთანავე, უკრაინის ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის დღეს საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მისი იზოლაციონისტი, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი მთავრობისგან არ შედგება.

დღეს რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს (სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული საოკუპაციო ზონებში უმძიმესი არეულობების მუქარით დასრულებული), რათა საქართველო ევროკავშირის გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილად არ მოინიშნოს. იგი „მათრახითაც" და "თაფლაკვერითაც" ცდილობს, რომ საქართველოს სუსტ, სერიოზული საყრდენების არ მქონე ხელისუფლებას ხელი ააღებინოს კანდიდატის სტატუსისთვის შრომაზე.

ასეთ დროს უკრაინიდან ელჩის უსამართლოდ გამოძევება ნიშნავს რუსული უფსკრულის წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოსთვის ხელის კვრას. ეს ანგარება და სიბრიყვეა!

რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც უპირობოდ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსული იმპერიალიზმის მარცხს. უბრალოდ, ამ გულშემატკივრობის ხათრით უნამუსობას კეთილშობილება არ უნდა ვუწოდოთ!”, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი