შალვა პაპუაშვილი: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 04 ივლისი 2023, 22:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას ეხმიანება - საქართველოს ელჩის უკრაინის დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი წერს, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება.

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება, ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი