285
03 ივლისი 2023, 23:46
„ოპოზიცია ამბობს, რომ შავი ხვრელია საქართველო, ჩამოდის აშშ-ს წარმომადგენელი, რომელიც არის კურატორი ასეთი საკითხების და ამბობს სისტემა კარგად მუშაობს, მადლობას უცხადებს სახელმწიფოს, ადასტურებს, რომ არავითარი შავი ხვრელი არ არის, მაგრამ ეს განცხადებაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჯერებელია და მათთვის დამაჯერებელია მხოლოდ დემენციის დიაგნოზით ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ამდენი ხანი მანიპულირებდა ჯანმრთელობის მდგომარეობით, ახლა კი ღიად ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს, რაც ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის მხრიდან ამდენი ხნის განმავლობაში სიმულაციის ფაქტს ადასტურებს.
„ჩვენი პასუხი არის ის, რაც ამ შემთხვევაში უნდა იყოს, მაგრამ ჯერ შევაფასოთ მისი ქმედება. ის ამბობს, რომ აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, როდის არ იყო ის პოლიტიკაში? ის არის საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ის მალულად შემოდის (საზღვრის უკანონო დარღვევის გზით) ქვეყანაში. მისი ძირითადი მიზანი არის არეულობის შემოტანა. ის ამბობს, რომ გული შესტკივა საქართველოზე, მაგრამ არ საუბრობს ქართულად და ითხოვს თარჯიმანს უკრაინულ ენიდან, რომ გასაგები გახადოს მისი გამოსვლა სასამართლო პროცესზე. ის ითხოვს დებატებში შემოსვლას და ავიწყდება, რომ ის არის მსჯავრდებული.
აღსანიშნავია, რომ რაშიც აქამდე დიდი ფული იხარჯებოდა, თითქოს მას აქვს იმდაგვარი დაავადება, რომლის დიაგნოზიც ვფიქრობ, რომ გარკვეულ კითხვის ნიშანს წარმოშობს. თუნდაც ყველა სამართლებრივი კარი რომ გაიხსნას და ის შემოვიდეს დებატებში, ვფიქრობ, დემენციის დიაგნოზით როგორ შეიძლება დებატში შევიდეს მაგალითად უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან - რამდენად შეიძლება ეს დამაჯერებელი იყოს. ეს ყველაფერი აცდენილია სამართალს, მორალს, ზნეობას და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მხოლოდ დესტრუქცია. არსებობს წესები, ნორმები, შესაძლებლობები. ჩვენ რასაც ვისმენთ 400 დღეზე მეტია, რომ ყოველი დღე არის მისთვის უკანასკნელი დღე (მე ნამდვილად არ მინდა ასე იყოს, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ), მაგრამ ერთხელაც აკეთებს განაცხადს, რომ შემოდის პოლიტიკაში თითქოს ის აქამდე პოლიტიკაში არ იყოს.
მან უფრო ფართომასშტაბიანი განაცხადი გააკეთა, რომ ის ჩავა უკრაინაში, მას უკრაინის საკითხები აქვს მოსაგვარებელი და თურმე მის ხელში ყოფილა გასაღები. შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და აქაც დაალაგებს ისე, როგორც მას ესმის. მაგრამ ეს დალაგებული კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის, სწორედ ამიტომ უთხრა საზოგადოებამ მას უარი. ეს კაცი ისევ იქ არის ჩარჩენილი, როგორც მის მომხრეებს მართლა ჰგონიათ, რომ საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელია, გულზე ფეხი უნდა დაადგან მას, უნდა შევიდნენ ისე ქვეყანაში და ა.შ.. სისულელის დონეზეა ეს ყველაფერი დასული. მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია, მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელი და ის სერიოზულობას უკვე სცილდება.
უბრალოდ, მე გული მწყდება არა იმაზე რა მდგომარეობაშიც ის არის (რა თქმა უნდა ჯანმრთელობას არ ვგულისხმობ, მის პოლიტიკურ მდგომარეობას), არამედ მე მიკვირს მისი პოლიტიკური მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ზოგჯერ ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთა დამაჯერებლობა უფრო მაღალ ხარისხში უნდა იყოს და ზოგჯერ მარშს აწყობენ, ზოგჯერ დემარშს და ამ დროს სტრასბურგის სასამართლოს გამოაქვს ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად აფასებს ამ ვითარებას და ამას არ შეიძლება რაიმე სერიოზული საფუძველი დაედოს. როგორც ვხედავთ ამ აჟიოტაჟში საქართველო გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიიღო, ეს იყო მათი მიზანი და გარკვეულწილად შეძლეს. მაგრამ სიმართლე არ არის დაგუბებული წყალი, მას ყოველთვის აქვს თავისი გასავალი. ის ყოველთვის შესამჩნევია საზოგადოებისთვის ქვეყნის გარეთ და შიგნითაც, მაგალითად ოპოზიცია ამბობს, რომ შავი ხვრელია საქართველო, ჩამოდის აშშ-ს წარმომადგენელი, რომელიც არის კურატორი ასეთი საკითხების და ამბობს სისტემა კარგად მუშაობს, მადლობას უცხადებს სახელმწიფოს, ადასტურებს, რომ არავითარი შავი ხვრელი არ არის, მაგრამ ეს განცხადებაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჯერებელია და მათთვის დამაჯერებელია მხოლოდ დემენციის დიაგნოზით ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი, რაც მათთვის მხოლოდ ერთადერთი შანსია იმისათვის, დანარჩენებიც როგორც ორთქლმავალს მოყვნენ ვაგონებად, შემოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს წარმოუდგენელია - ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |