ამირან სალუქვაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: თუ ევროპა უშვებს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს რომელი აეროპორტის გავლით შევლენ, დუბაის, თბილისის თუ სტამბოლის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
250 02 ივლისი 2023, 17:05

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, პირდაპირი ფრენები რუსებს შესაძლებლობას აძლევს, გავიდნენ ევროპაში, რაც შემაშფოთებელია.

„ჯერ ერთი, თუ ევროპაში შესვლა უნდათ რუსეთის მოქალაქეებს, სხვა რეისების მეშვეობით უფრო მოკლე გზით შევლენ, მაგალითად სტამბოლის გავლით, საიდანაც თითქმის ყველა ევროპულ ქალაქშია ფრენა. მეორე, ევროპა თუ უშვებს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს რომელი აეროპორტის გავლით შევლენ, დუბაის, თბილისის თუ სტამბოლის? ნუ შეუშვებთ და მოიხსნება პრობლემა. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა ქნან? მესამე, ათასჯერ აიხსნა, რომ რუსეთმა საკუთარი შეზღუდვა მოხსნა. თუ ამ ქმედების შემდეგ საქართველო შეზღუდავდა რუსეთთან ფრენებს, ეს ჩაითვლებოდა ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესებად. ხან ამბობთ არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი