გიორგი დარბიაშვილი „მთავარ არხს“ - სიძულვილის და ტყუილის გამავრცელებლებო, სხვისი ფოტო რომ დამადეთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს მე ვჩხუბობდი, ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 01 ივლისი 2023, 20:20

კასპის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბიაშვილი, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი დარბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტელეკომპანიამ მის სახელს და გვარს სხვა პიროვნების ფოტო დაადო, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, თითქოს დარბიაშვილი კასპში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

„თქვე ფეიკმეიკერებო და სიძულვილის და ტყუილის გამავრცელებლებო, მე ვარ გიორგი დარბიაშვილი, ნამდვილად ვმუშაობ იმ თანამდებობაზე, რომელიც ამ ცრუ ბანერზე წერია, მაგრამ სხვისი ფოტო რომ დამადეთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს მე ვჩხუბობდი ან რამე მსგავსი, ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს!!!

P.S. სხვის ფოტოს რომ ავრცელებდით, მიგემსგავსებინათ მაინც ჩემს გარეგნობასთან, თქვე ტყუილის მოციქულებო“ - წერს დარბიაშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი