მიხეილ სააკაშვილი: ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 28 ივნისი 2023, 16:36

ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. - წერს მსაჯვრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:

"ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით.

„პრემიერი“ და ,,იუსტიციის მინისტრი“ საჯაროდ ამბობენ “ როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს.

რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ.

ამასთანავე წელავენ დროს, რათა სტრასბურგში დროულად არ მოხდეს ინფორმაცია, როგორც სპეციალურად არ შემოუშვეს მისია მაშინ, როცა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი წყდებოდა, რათა სასამართლო დაჰყრდნობოდა პენიტენციური დეპარტამენტის და მათი კონტროლირებადი “ვივამედის” მასალებს."

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი