დავით ქართველიშვილი: დასრულდა ჩვენი პუბლიცისტური „სერიალის“ მომდევნო ეპიზოდი, რომელმაც მეტნაკლებად სრულად აისახა სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავების“ მნიშვნელოვანი ეტაპი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 28 ივნისი 2023, 10:36
„ყოველდღიურად ვაფიქსირებდით საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ „ხელისუფლების აყირავების“ დადგმაში სულ უფრო ახალი მარიონეტების სცენაზე გამოყვანას: ცალკეული „სამოქალაქო აქტივისტებიდან“ დაწყებული - ქვეყნის მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებით დასრულებული“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ქვეყნის „აყირავების“ მცდელობის შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს და გვპირდება, რომ გაგრძელება კვლავაც იქნება.
„დასრულდა ჩვენი პუბლიცისტური „სერიალის“ მომდევნო ეპიზოდი, რომელმაც მეტნაკლებად სრულად აისახა სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავების“ მნიშვნელოვანი ეტაპი - უკრაინის 2014 წლის მსგავსად დესტრუქციული აქციების „მაიდანიზაციის“ სტადიაში გადაყვანის მცდელობის სახით: განვიხილეთ მიმდინარე წლის მარტის მოვლენების ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისის მოდელირების ინსცენირება განვიხილეთ დესტრუქციულ დღის წესრიგში ახალი აქტორების-ლიდერების შემოყვანის ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა თვალყურს ვადევნებდით „გლობალური ომის პარტიის“ მიზანმიმართულ განცხადებებს და კონკრეტულ მცდელობებს - საქართველოში მოვლენათა „მაიდანიზაციის“ პრაქტიკულ ჭრილში გადასაყვანი ხელსაყრელი „გარემოს“ შესაქმნელად
გავარჩიეთ აგენტოკრატების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ასარევად ჩართული უკრაინის სახელისუფლებო ფაქტორი
ყოველდღიურად ვაფიქსირებდით საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ „ხელისუფლების აყირავების“ დადგმაში სულ უფრო ახალი მარიონეტების სცენაზე გამოყვანას: ცალკეული „სამოქალაქო აქტივისტებიდან“ დაწყებული - ქვეყნის მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებით დასრულებული დეტალურად განვიხილეთ მიმდინარე წლის მარტის აქციების მსვლელობა, მათში მონაწილე კონტინგენტის და გარედან მხარდამჭერი ძალების სახით რამოდენიმე „სერია“ დავუთმეთ მათი მამოძრავებელი იდეოლოგიური ძალის, „ლიბერალური ფაშიზმის“ ხაზის მატარებელი, ე.წ. „საგანმანათლებლო“ სფეროს მიკუთვნილი კლუბების, ჯგუფების და ორგანიზაციების შიდა „სამზარეულოს“ გავეცანით ქართული „ლიბერალური ფაშიზმის“ ძირითად „ქოუჩებს“ და ახალგაზრდობაზე მათ გავლენის ზონებს განვიხილეთ აქამდე უპრეცედენტო მედია-კამპანია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით „რუსული კანონის“ სტიგმის ასაგორებლად ფარდა ავხადეთ ევროპელი „მედიამეიქერების“ საქმიანობას, საქართველოს საერთაშორისო სანქციების „გვერდის ავლაში“ დადანაშაულების ფეიკ-კამპანიის წარმოების სახით უტყუარი და ეჭვგარეშე ვერდიქტი გამოვუტანეთ საქართველოში ა.შ.შ.-ს საელჩოს, როგორც „გლობალური ომის პარტიის“ საფარქვეშ მოქმედ რეზიდენტურას, რომელიც თავისი აგენტი-მარიონეტების სრული შემადგენლობის გააქტიურებით, „ხელისუფლების აყირავების“ სპეცოპერაციის საორგანიზაციო სათავეში იდგა და დგას ჩვენს მომდევნო „ეპიზოდებში“ ეს უკანასკნელი მოსაზრება კიდევ უფრო იქნება გაშლილი და გამყარებული გამაოგნებელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით - ასე რომ, „არ გადართოთ“, დარჩით ჩვენთან...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი