მიშა მშვილდაძე ძალიან კარგი მოქალაქეა, ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 27 ივნისი 2023, 22:58

მიშა მშვილდაძე ძალიან კარგი მოქალაქეა ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია.


„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა ოცნებაც და სუს-იც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.


შსს-ში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი