195
27 ივნისი 2023, 19:56
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალური ოპოზიცია მოწადინებულია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი უარყოფითით შეცვალონ.
„ტელევიზიად წოდებული „ჯიბის“ მედიები, ოპოზიციად შერაცხილი „მარიონეტები“, სამოქალაქო მანქურთები და ათასი რჯულის მავნებელი იუწყება, რომ ტურისტულ სეზონს ჩავარდნა უწერია:
„ევროპიდან ჯავშნებს აუქმებენ“;
„შავი ზღვა მოწამლულია“;
„მიშა მოკვდა“;
„პრიგოჟინმა მოსკოვი აიღო“;
„კრამონი საქართველოს მეგობარია“...
მოკლედ, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი - ანარქისტი ანანიას მონოლოგიდანაა, თუმცა თუ ვინმეს გგონიათ, ანანიას პერსონაჟზე უკეთესი აზროვნება აქვთ ჩვენ საცოდავ ექსტრემისტებს, ძალიან ცდება!
ოღონდ პოზიტიური დღის წესრიგი გააშავონ, ოღონდ გვამებზე ინადირონ, ოღონდ საზოგადოება დაზაფრონ და გააგიჟონ, საკუთარ მამიდებსაც კი გაყიდიან...
სინამდვილეში, არც აჭარის სანაპიროა მოწამლული, არც ჯავშნებს აუქმებენ და არც ტურისტული სეზონი ჩავარდება, მაქსიმუმ, სააკაშვილი ჩაგივარდეთ „ფეიკ“ კრუნჩხვებში და გვარამიამ ჩამოაგდოს ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან.“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |