257
24 ივნისი 2023, 22:52
გოუჟენია გვარამია რას შვება ამ დროს, კიდე პრიგოჟინს “უპაძერშკებს”თუ ახლა პუტინისკენ უფრო იხრება? - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დღეს, რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა საზოგადოებას, თუ ვინ მართავდა ქვეყანას 2012 წლამდე და ვის უნდა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება.
„გოუჟენია გვარამია რას შვება ამ დროს, კიდე პრიგოჟინს “უპაძერშკებს”თუ ახლა პუტინისკენ უფრო იხრება?
დღევანდელმა დღემ სრული ლუსტრაცია მოახდინა, ყველა უზნეო თვისების გარდა რა დონის დეგენერატები მართავდნენ ქვეყანას 2012 წლამდე და ვის უნდა ხელისუფლებაში მოსვლა.
პრეზიდენტად წოდებული მადამ სალომე ცალკე…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
როგორც ევგენი პრიგოჟინის აუდიომიმართვით გახდა ცნობილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, კოლონების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |