გიგი უგულავა - ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 24 ივნისი 2023, 20:47
ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან - ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ყველაფერი, რაც აიძულებს რეჟიმს გააკეთოს ის, რაც მას არ უნდა, მისასალმებელია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ნიკა გვარამიას სამეცნიერო მივლინების დასრულებას და ვუქებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაგვიანებულ საქციელს.
აქვე, სანამ არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, მანამდე არავის, ვინც სახელისუფლო ჰორიზონტსა თუ ვერტიკალზეა, მადლობა არ ეკუთვნის, უფრო პირიქით. 
ასევე, ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისააღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან - შიშების საპირისპიროდ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უნაყოფოდ ვიკამათოთ, უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი, არამედ იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასეა ეს სინამდვილეში“, - წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი