ნინო ფოჩხუა „ნაციონალურ მოძრაობაზე”: მშვენივრად ხვდებიან, როგორი სახიფათოა ჩვენთვის არეულობა რუსეთში და ამას გაუშვებს ხელიდან ჩვენი შულავერის კომიტეტი? ეს სისხლის სუნზე დაგეშილები სახიფათო თამაშში აპირებენ შესვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 24 ივნისი 2023, 16:59

ტყუილია არა, აბა ომი გინდათ, აგერ ქვეყნის თქვენიანი გაქცეული „პატრიოტი" პირდაპირ მოგიწოდებთ საბრძოლო მზადყოფნისკენ, მეორე მონა კი ამუნათებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, - ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სახიფათო თამაშში აპირებენ შესვლას. ექსპერტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლების ოპონენტებს, დაწყნარდნენ და ხალხის მოთმინება არ გამოცადონ.

„ტყუილია არა, აბა ომი გინდათ, აგერ ქვეყნის თქვენიანი გაქცეული "პატრიოტი" პირდაპირ მოგიწოდებთ საბრძოლო მზადყოფნისკენ, მეორე მონა კი ამუნათებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს. ისე რისი მებრძოლები თქვენ ხართ, წითელი ხიდისკენ გაქცევაში კი ბატონო ვერ დაგეწევათ ვერავინ, ვერც ვერავინ დაგასწრებთ პრიგოჟინის ფოტოს ავატარად დაყენებაში. მშვენივრად ხვდებიან როგორი სახიფათოა ჩვენთვის არეულობა რუსეთში და ამას გაუშვებს ხელიდან ჩვენი შულავერის კომიტეტი?
ეს სისხლის სუნზე დაგეშილები სახიფათო თამაშში აპირებენ შესვლას, ცოტა დაწყნარდნენ, ნუ გამოიყვანენ ხალხს წყობილებიდან, ნელ-ნელა ივსება მოთმინების ფიალა.
მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ახლა მაინც დააფასეთ ჩვენი ხელისუფლება იმ მშვიდობისთვის რაც ქვეყანაშია, ხომ გამოჩნდა, რა პირობებში უწევთ მუშაობა, როგორი ზეწოლისა, როგორი ბულინგის ქვეშ, მაგრამ უძლებენ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.” - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი