223
23 ივნისი 2023, 15:39
„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეფასებებს კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებელ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მაინც სუბიექტურობის ელფერი დაკრავს და ბოლომდე ვერ დავეთანხმები“, - ამის შესახებ რადიო „იმედში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ პირნათლად შეასრულა რეკომენდაციები, ახლა ჯერი სწორედაც, რომ ევროკავშირის მხარეს არის.
„ვფიქრობ, ამ 12 რეკომენდაციის შესრულება - არ შესრულების ანგარიშში ევროკავშირის მხრიდან არის იმის მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისკენ გადმოწიონ ისრები და იმაში დასდონ ბრალი, რომ თითქოს კარგად ვერ შეასრულეს რეკომენდაციები და აი, ამიტომ არ მოგცემთ სტატუსსო.
განვიხილოთ რეკომენდაციების ნაწილი. მაგალითად: ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა. იქ წერია, რომ ნაწილობრივ შესრულდა და საქართველოს შესასრულებელი აქვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული ევროპის საბჭოს, Moneyval-ის რეკომენდაციები. იგივე, მათივე რეკომენდაციაა, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
ყველა ცვლილება, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ ხორციელდება, სრულდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და იმ საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია. ასე რომ, ვფიქრობ, მათი მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების მხარეს გადმოიტანონ პასუხისმგებლობა. საქართველოს ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა რეკომენდაციები, ახლა ჯერი სწორედაც, რომ ევროკავშირის მხარეს არის.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |