მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი არ აკონკრეტებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც, მისივე თქმით, მისი შვილი ბექა გრიგორიადისი საპროტესტო აქციებზე გაიყვანეს, თუმცა, ამბობს, რომ ბევრი ჰყავს ჩამოწერილი.
„უყურეთ აქციების, ენჯოების ვიდეოებს, სადაც ამბობენ გამოდით ახალგაზრდებოო, თქვენ თვითონ მიხვდებით, მე ბევრი მყავს ჩამოწერილი“, - ასე უპასუხა ლაზარე გრიგორიადისის მამამ ბექა გრიგორიადისმა Newshub.ge-ს კითხვას - რომელ ორგანიზაციებს და ენჯეოებს გულისხმობდა მის ფეისბუქ სტატუსში, სადაც დაწერა, რომ მისი შვილი „გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა“ გაიყვანეს აქციაზე.
უყურეთ აქციების, ენჯოების ვიდეოებს, სადაც ამბობენ გამოდით ახალგაზრდებოო, თქვენ თვითონ მიხვდებით. მე ბევრი მყავს ჩამოწერილი, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მიუთითოთ რომელი არასამთავრობოა“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |