343
21 ივნისი 2023, 21:14
"სასამართლო ხელისუფლებაში წლებია, ცდილობენ გავლენის მოპოვებას. „ხალხის ძალამ“ ამაზე თავის დროზე გააკეთა განცხადება, თუ როგორ იყო მცდელობა სხვადასხვა ენჯეო სექტორის წარმომადგენლის მხრიდან აპრობირებული ალბანური და უკრაინული მეთოდით „ჯიბეში ჩაედოთ“ სასამართლო ხელისუფლება. როდესაც არ გამოვიდა ეს საკითხი, დაიწყო კონკრეტული მოსამართლეების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, ტრენინგიდან ჩახსნა, შემდეგ კი სანქციების დაწესება“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკა ეტაპობრივად ცდილობდა საქართველოზე გავლენის მოპოვებას, თუმცა როდესაც არ გამოუვიდა, სანქციებისა და მუქარის ენით დაიწყო საუბარი.
„სად აღარ ცდილობენ რაღაც გასაღების, ბერკეტებისა და საშუალებების პოვნას გავლენის მოსაპოვებლად, მაგრამ რეალურად პარლამენტზე გავლენას ვერ მოიპოვებენ, ხელისუფლების შესახებ ჩაუვარდათ თავიანთი გეგმა, რომელზეც „ხალხის ძალამ“ 2022 წლის მარტიდან დაიწყო საუბარი.
მოქმედ ხელისუფლებას კი არა, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ ისინი და 3 თვის შემდეგ აღიარა ქალბატონმა კელიმ ეს. ამ ყველაფრის შემდეგ დარჩათ მესამე, სასამართლო ხელისუფლება, სადაც ისინი წლებია, ცდილობენ გავლენის მოპოვებას. ამაზეც „ხალხის ძალამ“ გააკეთა თავის დროზე განცხადებაც, ბრიფინგიც მიუძღვნა და მერე არაერთხელ მისაუბრია გადაცემაში, თუ როგორ იყო მცდელობა სხვადასხვა ენჯეო სექტორის წარმომადგენლის მხრიდან აპრობირებული ალბანური და უკრაინული მეთოდით „ჯიბეში ჩაედოთ“ სასამართლო ხელისუფლება, როგორც არის ახლა ალბანეთსა და უკრაინაში. როდესაც არ გამოვიდა ეს საკითხი, დაიწყო კონკრეტული მოსამართლეების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, ტრენინგიდან ჩახსნა, გვახსოვს, რომ ამერიკაში ზოგიერთი არ გაუშვეს და შემდეგ ძალიან კარგი ჟესტი გამოამჟღავნეს დანარჩენმა მოსამართლეებმა, რომ არ წავიდნენ, შემდეგ სანქციების დაწესება, განცხადება. ეს არის კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებოდნენ.
მათ ძალიან კარგად იცოდნენ ნიკა გვარამიას ბრალეულობა, ისიც, თუ რა გზებითა და საშუალებით მიისაკუთრა ის, რაც მიისაკუთრა, რომელი მუხლი დაარღვია - ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იციან თითოეულმა მათგანმა, მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა თუ არა, ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |