დღევანდელ ინციდენტში, სამიდან ორი ახალგაზრდა, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო - რა გამოდის, უცხო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, პროვოკაციას თსუ-ს ლექტორს უწყობენ და თან გადადგომას სთხოვენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 17 ივნისი 2023, 22:00

პატივცემულო ჟურნალისტებო, სანამ სათაურებს გამოაცხობთ, სიახლეს გააშუქებთ და მერე „გააბუქებთ" ფაქტს, რომ სტუდენტთა ნაწილი ლექტორის გადადგომას ითხოვს, იქნებ ჯერ გაგერკვიათ სადაური წარმომავლობის სტუდენტები არიან ეგ პროტესტანტები? - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირიდან ორი, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ქადაგიძის თქმით, თსუ-ის ლექტორს პროვოკაციას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უწყობენ, ხოლო ირაკლი კობახიძის სტუდენტებად მათი მოხსენიება „მდარე ხარისხის ფეიკია“.

„ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ ხომ იცით, ფილმში ერთი გმირი ეუბნება მეორეს - შენ არ იცი მარკოზა, არსებობს უხეო ტყეებიო... ჰო და, პატივცემულო ჟურნალისტებო, სანამ სათაურებს გამოაცხობთ, სიახლეს გააშუქებთ და მერე „გააბუქებთ" ფაქტს, რომ სტუდენტთა ნაწილი ლექტორის გადადგომას ითხოვს, იქნებ ჯერ გაგერკვიათ სადაური წარმომავლობის სტუდენტები არიან ეგ პროტესტანტები? დღევანდელ ინციდენტში, 3 ადამიანიდან 2 ახალგაზრდა კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ანუ რა გამოდის,რომ უცხო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, პროვოკაციას თსუ-ს ლექტორს უწყობენ და თან გადადგომას თხოვენ? ნუ, თუ უხეო ტყეები არსებობს, არც ეგაა გასაკვირი, უბრალოდ ძალიან მდარე ხარისხის „ფეიკებს" აცხობთ და ცოტა ტეხავს „ჭეშმარიტების აპოლოგეტო მედია-ცეხავიკებო"...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი