226
17 ივნისი 2023, 15:35
ცემა და თავპირისმტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამსს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად - ექსპერტი ირაკლი ლატარია ზურაბ გირჩ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ლიბერალიზმის შეფუთვით თავზე დააჯდნენ ყველას ჩვეულებრივი ფაშისტები.
„არასოდეს მხიბლავდა ეს ძალადობა, მივარდნ - მოვარდნები მაგრამ თავზე გადაისხეს რა.... აი ასე უმცირესობა, მაქსიმუმ 10 კაცი გამოდის და დედას აგინებს ყველას და ყველაფერს რაც ზოგადად ქართველი ადამიანის უმრავლესობას უყვარს. თავზე დააჯდნენ ყველას და თან ლიბერალიზმის შეფუთვით, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ სადმე ჩავლენ, თან ბლატაობით და ხალხი მიუვარდა და დაგროვილი წყენა, ბრაზი და უკმაყოფილება გამოხატეს - ეს კიდევ ვინმეს უკვირს? ანუ რა უნდათ? დედა აგინონ ყველას და ამაზე არავინ საყვედურიც არ გამოხატოს? ცემა და თავპირის დამტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად...ეგაა და ეგ - სხვა დანარჩენი ლირიკაა“, - წერს ლატარია facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |