287
16 ივნისი 2023, 23:29
დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში“, „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს“ და ა.შ. სწორედ ესაა ოლიგარქის ნარატივი. მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი. მე პრაქტიკულად ხელფეხშეკრული ვარ, - მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე დღეს მისი მესამე გზავნილი ვრცელდება.
"საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს. ჯერ გავერთიანდეთ თემატურად მაგალითად კინოცენტრის თემაზე, სამედიცინო რეგულაციების თემაზე, მიგრაციის საკითხებზე.
ვისწავლოთ ერთად შედეგის მიღწევა. არავის არ უნდა დაველოდოთ, მით უმეტეს ოლიგარქის შემოგდებულ ყალბ თემებს. არსებობს რეალური გამოწვევები და ყველამ სათითაოდ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალის და როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხზე ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ მას, მერე და მერე უფრო გაადვილდება ერთობის შექმნა არა ილუზიური საარჩევნო სიების, არამედ საქართველოს გადარჩენის გარშემო.
რაც შეეხება ჩემს მეტ ჩართულობას, ეს პირველ რიგში პუტინისთვის და ივანიშვილისთვისაა ცუდი ამბავი, რადგან მე ვერ გამტეხეს (ნუ ჯანმრთელობას სამწუხაროდ არ ვგულისხმობ).
ერთხელ უკვე გადავდე სიცოცხლე საქართველოსთვის, როცა არ დავტოვე თბილისი 2008-ში, მეორეჯერ 2021-ში და ეს სიცოცხლე ახლა ეკუთვნის ამ ჩვენს საერთო, ქართულ-უკრაინულ ბრძოლას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |