ხოშტარიას გამონათებამ, ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
აქვე ქადაგიძეს კითხვა აქვს სოფო ჭყონიასთან - რა აზრისაა იმაზე, რომ „კოკა-კოლა" რუსეთში იყიდება და იოტისოდენა წუხილი თუ აქვს იმის, რომ ოკუპანტს მისი პროდუქტით კვებავს.
„ლЯკა ხოშტარია გულშემატკივრობს ჭყონიებს, ნეტა რატომ? თემურ ჭყონია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მერამდენედ გაეხვა სკანდალში და მერამდენედ მოუწია ბოდიშის მოხდა?! ჯერ იყო და 350 000 ბავშვი შიმშილობსო კოკა-კოლის ბანერზე გამოაკრეს და ბოდიში მოიხადეს, ათასი უაზრობით გაამართლეს, კონტექსტს დააბრალეს და მოხსნეს ბანერი. მერე იყო და „მაკდონალსის" სასაჩუქრე ნაკრებში საბავშვო წიგნებში ელტონ ჯონის ცხოვრება გამოფინეს. საზოგადოებრივი რეაქციიდან მიხვდა ჭყონია და მისი პარტნიორები,რომ სერიოზულ შარში ეხვეოდნენ და ამოიღეს წიგნი საჩუქრებიდან... დღეს ბოდიში მოიხადეს, არასწორი კონტექსტის გამო ოღონდ, ბატონი თემური "წმინდაა" ამ საქმეშიო, თუმცა განცხადება საერთოდ გააქრეს და თავიდან მოიბოდიშეს, წინა განცხადების ორაზროვნების გამო... ბოლოს სოფიო ჭყონიამ გამოაცხო განცხადება და სულ რუსული პროპაგანდა დაარქვა საზოგადოების პროტესტს და აჰა უკანასკნელი აკორდიც- ლЯკა ხოშტარიამაც არ დაახანა, გაერია "მარაქაში"... ერთი კითხვა მინდა დავუსვა „ცეხავიკის" პრინცესა სოფიო ჭყონიას: ღრმადპატივცემულო სოფიო! თქვენი "კოკა-კოლა" რომ რუსეთში ლიწინით იყიდება, მაგაზე რა აზრის ბრძანდებით და იოტისოდენა წუხილი თუ გაქვს იმის, რომ შენივე პროდუქტით კვებავ ოკუპანტს? თუმცა ხოშტარიას გამონათებამ, ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე... მოკლედ, ნაძირლები ხართ და მეტი არაფერი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |