ნინო ფოჩხუა-ჯერ ჭყონია იხდის ბოდიშს, მერე მისი ქალიშვილი იმუქრება,  ჭყონიას ბოდიში უკან მიაქვს, მერე კომპანია განცხადებას ავრცელებს და ეს განცხადება ქრება. რა ხდება, „მაკდონალდსის“ სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 16 ივნისი 2023, 19:02
ექსპერტი ნინო ფოჩხუა  „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ელტონ ჯონის ბროშურასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებების გამოქვეყნებას ეხმიანება. 
როგორც ფოჩხუამ აღნიშნა, „მაკდონალდსის“ სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა?

„ეს კაცი როგორ მართავს ამხელა, მსოფლიოში ფაქტიურად N.1 ბრენდად აღიარებულ ბიზნესს, გაკვირვებას იწვევს. ასეთი აბდაუბდა განცხადებები რაც იმ ავადსახსენებელ ბროშურაზე გაკეთდა, არ გამიგია. ჯერ იყო და ჭყონია იხდის ბოდიშს, მერე მისი ქალიშვილი იმუქრება, რუსულ კვალს ხედავს ხალხის აღშფოთებაში, მერე ჭყონიას ბოდიში უკან მიაქვს, მერე კომპანია განცხადებას ავრცელებს და თარგმანში იკარგება, მერე ეს განცხადება ქრება. რა ხდება, „მაკდონალდსის“  სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა? 
ახლა მოხდება ის, რომ ბატონი თემური ხელს შეახოცავს კომპანიის დირექტორს, თვითონ კი სუფთა გამოვა, მაგრამ საზოგადოებას რას უზამს,  აზრს ხომ ვერ შეაცვლევინებს თავის თავზე? ისედაც ავტორიტეტშელახულ ბატონ თემურს კიდევ უფრო შეელახა ავტორიტეტი. ჭირი იქა-ლხინი აქა, ქატო იქა-ფქვილი აქა“- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი