გია მურღულია: არის ამქვეყნად რაღაცები, რაც "არ შეიძლება" - სხვა მაინცდამაინც არ გიკრძალავს, მაგრამ, თუ ღირსება გაქვს, შენ უნდა აუკრძალო საკუთარ თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 13 ივნისი 2023, 12:40

იმდენი რამ შეიძლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრო - არ არის "მკვდარი აუცილებლობა", ბითური სახით წარუდგე სამყაროსა და ადამიანებს. კარგი დღეა იმისთვის, რომ არ გააკეთო ის, რაც "ვაშინერს", რასაც ტაბუ ადევს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

"მხოლოდ არსებობს და არ ცხოვრობს ის, ვისაც თავისუფლების "სახელით"  არაფრის რცხვენია.

არის ამქვეყნად რაღაცები, რაც "არ შეიძლება" - სხვა მაინცდამაინც არ გიკრძალავს, მაგრამ, თუ ღირსება გაქვს, შენ უნდა აუკრძალო საკუთარ თავს.

ზნეობასთან ერთად ეს გემოვნების საკითხიც არის - ცხოვრებას თავისი ესთეტიკა აქვს და ვინც მას არღვევს, უსიამოვნოდ გამოიყურება.

იმდენი რამ შეიძლება, რომ სრულფასოვნად იცხოვრო - არ არის "მკვდარი აუცილებლობა", ბითური სახით წარუდგე სამყაროსა და ადამიანებს.

მდაბიო ცნობიერება ხანდახან (ალბათ, ყოველთვის) განაჩენივით იმზირება.

კარგი დღეა იმისთვის, რომ არ გააკეთო ის, რაც "ვაშინერს", რასაც ტაბუ ადევს.

ღირებულ, სასარგებლო და ესთეტიკურ საქმეებს რა დალევს ამქვეყნად.

ჰოდა, წამოდი - მათ მივხედოთ.

თავისუფლება ასე უფრო ცოცხლობს", - წერს გია მურღულია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი