ანდრია გვიდიანი: ვხედავთ, რომ გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედების მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 13 ივნისი 2023, 11:14

ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება არგუმენტების გარეშე გამოაქვეყნა.

გვიდიანი მიიჩნევს, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ხელოვნურად შემცირება NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს ჰგავს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად.

„საინტერესოა, რომ უკვე მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. 2021 წლისთვის მათ 3.5 პროცენტი იწინასწარმეტყველეს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკა 10.5 პროცენტით გაიზარდა, 2022 წელს იწინასწარმეტყველეს 3.2 პროცენტი, ეკონომიკა კი 10.1 პროცენტით გაიზარდა. სავალუტო ფონდის წლევანდელი პროგნოზი 4 პროცენტია, თუმცა, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, სავალუტო ფონდის პროგნოზებს ინვესტორებიც უყურებენ და შედარებით დაბალი პროგნოზი მათ საინვესტიციო მოტივაციას ხელოვნურად ამცირებს. არც ისაა გამორიცხული, რომ სავალუტო ფონდს მისი პროგნოზის გამართლების იმედი აქვს, რაშიც მას ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ეიმედება. ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია.“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი