„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით არახამიასთან დაკავშირებულ შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე წერს. როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას გეგმავს, რადიკალური პროცესებისა და „მაიდანიზაციის“ დასაწყებად.
„წრედიც იკვრება... არახამიას „რე-ქართველიზაცია“ დაწყებული აქვს თემურ ალასანიას.
ქართული სოციალური ქსელი, პატრიოტული განცხადებები, საქართველოს ბედზე სენტიმენტალური გამონათქვამები და ადგილობრივი ექსტრემისტების აღვირახსნილი სიმპათიები მის მიმართ, ზუსტად უკრაინელი მაღალჩინოსნის გაქართველებას ხმარდება.
ამას დამატებული, კობა ნაყოფიას შუამდგომლობა არახამიასა და ქართველ ექსტრემისტ ახალგაზრდებს შორის გრძელდება, რომელიც, ძირითადად, კიევში საიდუმლო შეხვედრებით მთავრდება, სადაც საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა ხოლმე საუბარი.
კიდევ დამატებული ჩემი მეგობრის, ბატონ დავით ქართველიშვილის გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ერთი განსაკუთრებული სიურპრიზი, არახამიასათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება შეიძლება გახდეს...
ასე რომ, ზელენსკის მთავრობას დივერსიფიკაცია დაწყებული აქვს და ის უპრეცედენტოდ დიდი ფინანსები და პოლიტიკური აგენტურა სადმე უნდა აკუმულირდეს.
ჰოდა, არახამია ქართული ექსტრემიზმისთვის იდეალური კანდიდატია -უსამშობლო, კორუმპირებული, თაღლითი, რომელიც ყველა ნაძირალობაზეა ხელის მომწერი, თუნდაც სისხლიანი მაიდანი იყოს...
P.S. მოკლედ, ამ შემოდგომაზე კლოუნ ხაბეიშვილს პანღურს უთავაზებენ და ეტაპობრივად დაიწყება „ნაციონალური მოძრაობის“ „რებრენდიგი“ და რადიკალური პროცესების უკრაინიზაცია...“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |