ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 07 ივნისი 2023, 12:06

ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტი რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, არსებული რთული ვითარების ფონზე, ამგვარად არ მოიქცეოდა. „ჯერ იყო და ელჩების დანიშვნის შეფერხება, შემდეგი იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა, ახლა ეროვნული ბანკი, ეს უკვე დამთხვევები არ არის, ეს მიზანმიმართული შანტაჟი და საბოტაჟია, რასაც პირნათლად ასრულებს პრეზიდენტის სავარძელში შემთხვევით მოხვედრილი უსამშობლო, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. ამ ქალს ბიოლოგიური სამშობლო რომ უყვარდეს, აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად, გრძნობდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამ ურთულეს დროს ასე მოიქცეოდა? კიდევ კარგად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამდენი მტრის და აგენტის ხელში.“ - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი