ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ მედიას: მთელი დღის წესრიგი, სკანდალზე, ფეიკზე, ძალადობასა და აბსტრაქტულ რეალობაზე გაქვთ მორგებული. მერე ყველა პოლიტიკურ პროცესს პირწმინდად აგებთ და გიკვირთ, რატომ ხართ ამ სანაგვეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 06 ივნისი 2023, 20:14

ცნობისათვის, 10 წლის წინ დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასავლეთ საქართველოში ვიზიტს, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მონახულებას და დევნილებისათვის ბინების გადაცემას. ქადაგიძე ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ მთელი დღის წესრიგი მხოლოდ ფეიკსა და სკანდალზე აქვთ მორგებული, ხოლო პოზიტივს არ აშუქებენ.

„პირდაპირი ჩართვა ჯანდაბას არა, მაგრამ, თქვენი მახინჯი ანტურაჟისათვის, ორი სიტყვით მაინც გეხსენებინათ რა მასშტაბის პროექტები ხორციელდება ქვეყანაში...

თუმცა, სად თქვენ, და სად პოზიტივი? მთელი დღის წესრიგი, სკანდალზე, ფეიკზე, ძალადობასა და აბსტრაქტულ რეალობაზე გაქვთ მორგებული.
მერე ყველა პოლიტიკურ პროცესს პირწმინდად აგებთ და გიკვირთ, რატომ ხართ იმ სანაგვეში, სადაც თქვენ თვითონ გაამწესეთ თავები!

დღეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პირადად გაეცნო „განახლებული რეგიონების“ მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.

სპორტული მოედნები, ოლიმპიური აუზი, სპორტული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებით - 480 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა და ჯამში 800-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

ცნობისათვის, 10 წლის წინ, დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!", - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი