220
06 ივნისი 2023, 17:17
შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„დნეპრზე კახოვკა ჰესის კაშხლის განადგურება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტიანი გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, - წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |