თამთა მეგრელიშვილი: კონსტანტინე ზატულინი აღიარებს, რომ უკრაინაშიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოში მოიქცნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 06 ივნისი 2023, 15:22

კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ, როცა "ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება.

„კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს". ანუ, მან საკუთარ განცხადებაში სწორება უკრაინაში "საქართველოს სცენარზე" გააკეთა?! ანუ, მიხეილ სააკაშვილის არაგონივრულმა პოლიტიკამ მწვანე აუნთო რუსეთს კიდევ უფრო დიდი აგრესიით შემოჭრილიყო ქართულ სახელმწიფოში?!

ზატულინი აღიარებს, რომ უკრაინაშიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოში მოიქცნენ.

2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ როცა "ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი