ლევან ნიკოლეიშვილი- ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 06 ივნისი 2023, 13:18
„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“. - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო.“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და ამის შემდეგ სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება.

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“. ამ განცხადების გაანალიზებას არ სჭირდება დიდი ექსპერტობა - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა. ამის შემდეგ სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება...“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი