237
06 ივნისი 2023, 11:56
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
მისი თქმით, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |