თურქეთში გაგვედო ბაირამ დუდუკში - 5 წლით - ლიბერალები დავმარცხდით, მარა 5 წელიწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, თურქეთში ლიბერალების მარცხის მიუხედავად, საქართველოს თავისი ბრძოლა აქვს მოსაგები.
როგორც მშვილდაძე აღნიშნავს, რეგიონში არსებული ქვეყნებიდან, ვესტერნიზაციის პროცესში, თურქეთზე წინ ყოველთვის სომხეთი და საქართველო იქნებიან.
„თურქეთში გაგვედო ბაირამ დუდუკში - 5 წლით - ლიბერალები დავმარცხდით, მარა 5 წელიწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა. ვნახოთ. ფაქტი ისაა, რომ მეორე ტურმა საკმაოდ შეარყია ერდოს ძალაუფლება და ქილიჩადროღლუ არაა ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარეს, იქ კიდევ არიან ამბიციური ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ თურქეთის ვესტერნიზაციისთვის. ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები აქა და თურქეთი ვერასოდეს გახდება რეგიონის ვესტერნიზაციის ბაირახტარი, სანამ საქართველო ვართ აქა და სომხეთი, რომელიმე ყოველთვის უფრო წინ ვიქნებით ექსპერიმენტალიზმში - ჩემი აზრით, ოღონდ მეც გეოპოლიტიკურ ოპტიმიზმზე ვარ შემჯდარი“, - წერს მიშა მშვილდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |