208
01 ივნისი 2023, 12:22
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელშიც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, არველაძის მიერ პოლიციელებისთვის მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
„გიორგი არველაძე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბოლოს კანონიერ მფლობელზე წართმეული ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი იყო. ეს არის მისი "საქმიანი" ბიოგრაფიის ანიცა და ბანიც.
"ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ხელწერაა მისი მიმართვა პოლიციელებისადმი, სადაც ის მათ "ძაღლებს" უწოდებს. ლოგიკურია, მას სხვაგვარი აღქმა უბრალოდ არ აქვს, მას ისევ 2003 წელი ჰგონია, როცა პოლიციელებს ათას ბინძურ დავალებას აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი დავალების არ შესრულების გამო ისჯებოდა, ზოგიც თავს იკლავდა და სიმართლეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ჭაობი შთანთქავდა. გიორგი, მიმართვა შეარჩიე! პოლიცია დღევანდელი სახელმწიფოს სახეა და მათთან აღარაფერი შეგეშალოს. შენ დიდი ხანია პოლიტიკურად გაფეილებულთა სიაში ხარ და ეგ უკვე მორგებული როლი შეირგე,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |