რომან გოცირიძე: ლარის გამყარებაზე მოვიშვიშეებს შეუძლიათ გადავიდნენ ლარის გაუფასურების ვიშვიშზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 31 მაისი 2023, 09:56

ლარის გამყარებაზე მოვიშვიშეებს შეუძლიათ გადავიდნენ ლარის გაუფასურების ვიშვიშზე - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

რუსეთიდან ყაზახეთში ფულადი გზავნილები მინიმუმამდე შემცირდა. ამას იმით ხსნიან, რომ ვისაც ფულის გამოტანა უნდოდა, უკვე გამოიტანა. ალბათ მსგავსი პროცესი განვითარდება ჩვენთანაც. ლარის გამყარების ტენდენცია მისი გაუფასურების ტენდენციით შეიცვლება. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა იმდენი რეზერვები დააგროვა, რომ თუ გონივრულად მოიქცევა (მხოლოდ ინტერვენციები არ იგულისხმება ამაში), ლარის მკვეთ გაუფასურებას არაფერი ემუქრება არც ახლა და არც მომავალში.

ლარის გამყარებაზე მოვიშვიშეებს შეუძლიათ გადავიდნენ ლარის გაუფასურების ვიშვიშზე. ეს ისეთივე სეზონური მოვლენაა, როგორც ზამთარში რომ სიცივეს ვუჩივით და სიცხეს ვნატრობთ და სიცხეში რომ ზამთარს მივტირით. სიცხის ვიშვიში ცოტა ხანში დაიწყება

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი