ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 29 მაისი 2023, 13:40
ვატო შაქარიშვილი - ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით,  - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში  წერს.

შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ცდილობს, რაუფოღლუ დამოუკიდებელ ჟურნალისტად წარმოაჩინონ, თუმცა ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელში, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ პოსტერებსაც აზიარებს.



„ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანსკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით. შემდგომ ნაც-ლიბერალური მედიები აქტიურად ატრიალებენ, თითქოს სახ-დეპი სხვა არაფერზე ლაპარაკობს, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გარდა…

მთავარი არხის წარმომადგენელი, დემნა დევდარიანი რომ “დაეწვათ,” გამოცვალეს კადრი და ვითომ “დამოუკიდებელი” ჟურნალისტი შემოაგორეს, რომელიც ჰოი საოცრებავ ლяკა ხოშტარიას ”დროას” პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ცხადია ნაც-ლიბერალური კოჰორტის მხარეს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი