დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა Barclays-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან უკვე კაი ხანია დასანქცირებულია.
„საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო" ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა "Barclays"-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია "online" გადარიცხვების სფეროში.
თუ თქვენ ხართ "პრაიდ-ჩატარებული" და "სტატუს-მინიჭებული" მოლდოვა - no problem. ასევე, თუ ხართ "სანიმუშო დემოკრატიული" მმართველობის მქონე ცენტრალური აზიის რეგიონი - რა პრობლემაა.
რა პრობლემაა, თუ თქვენ ხართ რუსეთთან პირდაპირი ავიაფრენების მქონე აზერბაიჯანი ან სომხეთი, მაგრამ! თუ თქვენ ხართ საქართველო (ან ალჟირი, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ეთიოპია, ნეპალი, ურუგვაი, ფოლკლენდის კუნძულები) - მაშინ დიდი ბოდიში.
ეს არის მორიგი, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელი ფაქტი. Nothing personal, just business?" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |