251
25 მაისი 2023, 19:39
„ამერიკის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ მათთვის სასარგებლოდ დაალაგონ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. მოცემულობა ასეთია: ოპოზიციის ფლანგზე არის ნაცმოძრაობა ხაბეიშვილის ლიდერობით, რომელიც ვერ აიღებს მართვის სადავეებს და მეორე ოპოზიციური ფლანგი - ახალ „ნაცმოძრაობად“ ქცეული "ლელო", რომელშიდაც ეგრეთწოდებული მოაზროვნეები გადაიყვანეს, თუმცა ამ პარტიას პულსი არ ესინჯება. აღარაფერს ვსაუბრობ ვაშაძე-გახარიაზე.
ოპოზიციის საპირწონედ დგას ქართული ოცნება, რომლის რეიტინგიც ზრდადია და მოახლოებულ არჩევნებზე გარდაუვალი გამარჯვება აქვს. მართალია, ამერიკული ორგანიზაციები სოციოლოგიური კვლევების სულ სხვა შედეგებს აქვეყნებენ, მაგრამ რეალობა კარგად იციან - ოპოზიცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მარცხდება.
ამიტომ გადაწყვიტეს, იმუშაონ იმ 44%-ზე, რომელიც არც ერთი მხარის ამომრჩეველია, ასევე, ხმები წაართვან სხვებსაც, ანუ, ძირითად ნეიტრალურ სეგმენტზე, რომელიც ელის შუალედურ პოლიტიკას დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სწორედ ამის შექმნა სურთ სავარაუდოდ ვიქტორ ყიფიანისა და სხვა პირების საშუალებით.
ეს იქნება ეგრეთწოდებული მესამე, ანუ შუალედური ძალა.
სწორედ ამიტომ აღრმავებენ პოლარიზაციას არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ საზოგადოებაშიც. სწორედ ამიტომ დაასუსტეს თავად „ნაცმოძრაობაც“. ამით სურთ გაუთავისუფლონ გზა შუაპოლიტიკურ ძალას და მაქსიმალურად აწიონ აქტივობა საპარლამენტო არჩევნებზე.
ამ პროექტს აქვს ორი მიზანი: პირველი ის, რომ არჩევნების შემდეგ შეაქმნევინონ კოალიცია ოპოზიციას და ამ ეგრეთწოდებულ შუაპოლიტიკურ ძალას და ამით აიღონ საპარლამენტო უმრავლესობა. და მეორე: თუკი ამას სრულად ვერ მიაღწევენ, გაიმეორონ ისრაელის მაგალითი და შექმნან პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რასაც მოჰყვება განმეორებითი არჩევნები.
ამავე სცენარის განმეორება სურდათ თურქეთშიც, თუმცა ერდოღანი ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა და მათ არა მარტო ბრძოლა მოუგო, არამედ, მეორე ტურამდე აღიარებინა კიდეც საკუთარი ძალა.
როდესაც უცხოეთიდან ამას გეგმავენ, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამის წაკითხვა ადვილია და შესაბამისად, ხალხის ინფორმირება - მარტივი.
მით უმეტეს, ქართველი ხალხის პოლიტიკური განათლება საკმაოდ არის გაზრდილი. მესამე შუაპოლიტიკური ძალა შეიქმნება ისევ ოპოზიციური პოლიტიკის გასატარებლად და უცხოური დაკვეთების შესასრულებლად.
როგორც ჩანს, ამერიკელებმა არ იციან, რომ ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი ნაწარმოები „ღამურა“, რომელიც ლამის ყველამ იცის. საინტერესოა, როგორ აპირებენ ამერიკის გარკვეული ჯგუფები შუაპოლიტიკური გუნდით გამარჯვებას, როდესაც ქართველები პოლიტიკურ „ღამურებს“ ხმას არ აძლევენ?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |