279
25 მაისი 2023, 15:04
"სააკაშვილის მოძღვარი რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა. თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის?" - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება რუსეთის პატრიაქრისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.
„სააკაშვილის მოძღვარი, რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა...
თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის?
ალბათ, სააკაშვილის სულის სიმძიმეს რუსეთის პატრიარქის ლოცვა თუ შეამსუბუქებს, თორემ სხვა გზას გამონახავდნენ მისი კეთილისმყოფელები...
ცოტა უხერხულია, სულიერი შვილი უკრაინას, მის ავტოკეფალიას უჭერდეს მხარს და სულიერი მოძღვარი რუსეთის პატრიარქს ამბიონზე ეამბორებოდეს...
ჩამოყალიბდით, სირცხვილია...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |