ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საზოგადოებაში გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა, რაც მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სიცხადისათვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი "ევროპისკენ" იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი „თავისუფლებაა“ და ყველაზე ავთენტური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება!
„ეს 26 მაისი კარგად გვახსოვს, ქართული დროშის ფონზე, სისხლში როგორ ჩაახშო რეჟიმმა პროტესტი და ასე მიულოცა სააკაშვილმა ხალხს დამოუკიდებლობის დღე...
დღეს კი, ნაც-მოძრაობა და მისი სატელიტები აპროტესტებენ-რატომ არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა პარლამენტთანო.
სიცხადისათვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი "ევროპისკენ" იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი „თავისუფლებაა“ და ყველაზე ავთენტური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება!
ასე რომ, ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა“... - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |