ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციას: თქვენ ასრულებთ უცხოთა დავალებებს ფულის, ხელისუფლებაში დასმისა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმის სანაცვლოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
327 24 მაისი 2023, 23:42
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე 26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირის დროშების არარსებობა ევროპული კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს. 

 მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ აღნიშნულ თემაზე აპელირება ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა და საქართველოს მტრობაა. 

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დროშის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც არ გაუპროტესტებიათ 2011 წლის 26 მაისს დასახიჩრებული და გარდაცვილი ადამიანები. 

 „ამ საშინელების მომწყობი და მათი თაყვანისმცემელნი დღეს ბუყბუყებენ იმაზე, რომ ევროკავშირის დროშები გამოფენილი არ არის! და ამას ხავიან ის სუბიექტები, რომელთაც ერთი სიტყვაც არ ამოუღიათ 2011 წლის 26 მაისს მაღაზიების სახურავებზე შეგნებულად გარდაცვლილები ასობით დაჭრილ-დასახიჩრებულ დაინვადებულებზე! და რაც მთავარია კითხვა მაქვს ზოგიერთ მეისტორიესთან: გამაგებინეთ გეთაყვა რა კავშირი აქვს ევროკავშირს და თუნდაც მის დროშას 1918 წლის 26 მაისთან? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის გამოცხადებაში? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში 1918-1921 წწ? ეგ არის რასაც თქვენ სჩადიხართ ჩასაფრებული სუბიექტის პოზიცია და საქართველოს პირდაპირი მტრობა! თქვენ ისე გაწუხებთ საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც მე სომალის გაერთიანება! თქვენ ევროკავშირის დროშა კი არა! თქვენ ასრულებთ უცხოთა დავალებებს ფულისა და ხელისუფლებაში დასმისა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმის სანაცვლოდ!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი