212
24 მაისი 2023, 23:38
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.
“გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს - მათ უბრძანეს "რუსულ პარანოიას" გადაყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე.
მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია.
ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ "დენით" გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც - ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან.
https://netgazeti.ge/news/671345/?fbclid=IwAR3J6woiGPC5hmQ-nEkKvEXYrPDo5j3di8DE_XwggiPZvhsPEI6mdOxeanQ”- წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |