გია აბაშიძე - ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით - 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 24 მაისი 2023, 23:02
2011 წლის 26 მაისს, ორ გვამზე და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მოზეიმე ნაცრეჟიმის უზნეო აპოლოგეტები აკრიახდნენ, რომ თურმე წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ევროკავშირის დროშების გარეშე ხდება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

 როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რეალობა ისაა, რომ ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება. 

 „2011 წლის 26 მაისს, ორ გვამზე და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მოზეიმე ნაცრეჟიმის უზნეო აპოლოგეტები აკრიახდნენ, რომ თურმე წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ევროკავშირის დროშების გარეშე ხდება. მორიგ მავნებლურ სიცრუეს ატირაჟირებენ მეტწილად გაუნათლებელნი და მათ ნიშაში სამარცხვინოდ ჩავარდნილი განათლებულნი. რეალობა კი ისაა, რომ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით. 2022-ში - ევროპისკენ, 2017-ში - შოთა რუსთაველი, წლევანდელია - თავისუფლება. თუმცა, არაა გასაკვირი იმ ბოროტი მარგინალების მხრიდან, რომლებიც დედაქალაქის მთავარ საახალწლო სლოგანებს - „მშვიდობით სავსე ქალაქსა“ და „სიცოცხლით სავსე ქალაქს“ დუჟმორეულნი აპროტესტებდნენ. ნაცსექტანტებო, გააგრძელეთ მორიგი უაზრო ისტერია, სხვა არაფერია გაქვთ არც პერსპექტივაში და არც მომავალში!“ - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი