ზაალ ანჯაფარიძე: ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 23 მაისი 2023, 21:00

მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც უფრო მძლავრია დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტი ადამიანის სურვილია “ძლიერი ხელის” მიერ ქაოსის მომწყობი პირების მოთოკვა. ექსპერტის განმარტებით, ასეთი მიდგომა სწორედ რუსეთს აქვს და შესაბამისად, ოპოზიციის ქმედებებიც აღნიშნული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? რაც უფრო მძლავრობს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტად უჩნდება სულ უფრო მეტ ადამიანს ნოსტალგია "ძლიერ ხელზე" "თავგასული დემოკრატების მოთოკვაზე," "რკინისებურ დისციპლინაზე" და ა. შ. ვისთან ასოცირდება ეს და სად ვხედავთ ამ ყოველივე ხომ ვიცით? ვიცით! მაშ ვის ინტერესებს ემსახურება ოპოზიციის ქმედებები? რ-უ-ს-ე-თ-ი-ს!” - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი